Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის პრეზიდენტმა დამაჯერებლად გაიმარჯვა არჩევნებში


ბუენოს-აირესის ქუჩებში გუშინ საღამოდან ზეიმობდნენ არგენიტინის პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის მხარდამჭერები. დაზუსტებული მონაცემებით, ფერნანდესმა არჩევნების პირველ ტურშივე გაიმარჯვა და ხმების 53 პროცენტი დააგროვა. მის მთავარ მეტოქეს, სოციალისტ ერმეს ბინერს ხმების მხოლოდ 17 პროცენტი ერგო. ეს ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვებაა, რაც კი ვინმეს მოუპოვებია არგენტინაში 1983 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია აღდგა. 58 წლის კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი პოპულარულია ეკონომიკის ზრდის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა მისი მმართველობის დროს.
XS
SM
MD
LG