Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით ტუნისის არჩევნებში ისლამისტები ლიდერობენ


ტუნისის მთავარმა ისლამისტურმა პარტიამ, "ენაჰდამ" განაცხადა, რომ არჩევნებში მოქალაქეთა 30 პროცენტზე მეტი მიიმხრო.
ტუნისის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ისტორიული კენჭისყრის შედეგებს ითვლიან. კვირას ტუნისელებმა პირველი თავისუფალი არჩევნები ჩაატარეს მას შემდეგ, რაც ცხრა თვის წინ ყოფილი პრეზიდენტის, ზინე ალ-აბიდინ ბენ ალის რეჟიმი სახალხო რევოლუციის შედეგად დაემხო. არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების შემადგენლობა. ბენ ალი ტუნისს 23 წლის განმავლობაში მართავდა. მისმა დამხობამ ბიძგი მისცა ამბოხებათა ციკლს სხვა ქვეყნებშიც - რასაც არაბული გაზაფხული ეწოდა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა 4.1 მილიონი ამომრჩევლის 90 პროცენტზე მეტმა მიიღო. წინასწარი შედეგების თანახმად, ბევრ ოლქში გამარჯვება ისლამისტურმა პარტიამ, "ენაჰდამ" მოიპოვა. ოფიციალური შედეგები დღეს საღამოს ან ხვალ გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG