Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა 432-მდე გაიზარდა


თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 432-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად. საგანგებო ვითარებათა დეპარტამენტის ინფორმაციით, დაშავებულია 1300-მდე ადამიანი. 7,2 სიმძლავრის მიწისძვრამ (რიხტერის სკალით) ვანის პროვინციაში დაანგრია 2300-მდე შენობა. მიწისძვრის ეპიცენტრში გრძელდება სამაშველო ოპერაცია ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, თუმცა მცირეა იმის იმედი, რომ ცოცხლებს იპოვნიან. ათასობით ადამიანი კვლავ კარვებში და მანქანებში ათევს ღამეს მიწისძვრის განმეორების შიშით. მიწისქვეშა ბიძგები კვლავ გრძელდება თურქეთის ერჯიშის რეგიონში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობამ თავად შეძლო კრიზისის მართვა და არ საჭიროებს საერთაშორისო დახმარებას მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში.
XS
SM
MD
LG