Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბები თავს დაესხნენ ნატოს სამოქალაქო ბაზას


ავღანეთის პოლიციის ინფომრაციით თალიბმა მეამბოხეებმა, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებითა და ტყვიამფრქვევებით იყვნენ შეიარაღებულები, ნატოს სამოქალაქო რეკონსტრუქციის ბაზას დაესხნენ თავს. შემთხვევა სამხრეთ ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში მოხდა. შეტევაში ერთი სამოქალაქო პირი და ერთი ავღანელი სამხედრო დაიჭრნენ. სამოქალაქო რეკონსტრუქციის ბაზაში, რომელზე თავდასხმა განხორციელდა, ერთმანეთს ხვდებოდნენ პროვინციის ხელმძღვანელი, უსაფრთხოების სტრუქტურის წარმომადგენლები და ნატოს საერთაშორისო მხარდამჭერი ძალების სარდლობის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეთაგან არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG