Accessibility links

logo-print

სირიაში უსაფრთხოების ძალებმა 15 ადამიანი დახოცეს


სირიელი აქტივისტების თანახმად, ამ ქვეყნის უშიშროების ძალებმა სულ მცირე, 15 სამოქალაქო პირი დახოცეს, როცა პარასკევის ლოცვის დროს ალყა შემოარტყეს მეჩეთებს, რათა ხელი შეეშალათ საპროტესტო გამოსლებისთვის. ლონდონიდან იუწყებიან სირიის უფლებადაცვითი ჯუფის წარმომადგენლები, რომ შვიდი პირი მოუკლული იქნა ჰამაში, შვიდი - ჰომსში და ერთი ყუსაირში. თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ კაფრ ნაბლში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა მოითხოვეს ფრენისგან თავისუფალი ზონის შექმნა, რათა დემონსტრანტები დაცულ იქნან მთავრობისგან. ეს მოთხოვნა უკავშირდება ლიბიაში ნატოს მისიის დასრულებას, რომლის მანდატის მიზანი ლიბიის ხელისუფლებისგან მოქალაქეთა დაცვა იყო.
XS
SM
MD
LG