Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში „მეშვიდმილიარდე ბავშვების“ დაბადებას ზეიმობენ


”მეშვიდმილიარდე” ინდოელი ახალშობილი
”მეშვიდმილიარდე” ინდოელი ახალშობილი
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ მოსახლეობის შვიდ მილიარდამდე გაზრდას ახალშობილებისადმი მიძღვნილი ზეიმებით. გაეროს შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობამ შვიდ მილიარდს მიაღწია დღეს, 31 ოქტომბერს. ამასთან, გაერო არ აპირებს ერთი რომელიმე ბავშვის დასახელებას დედამიწის მეშვიდმილიარდე მკვიდრად. რამდენიმე ქვეყანა მართავს ზეიმებს მეშვიდმილიარდე ადამიანის დაბადების სიმბოლურად აღსანიშნავად. პირველი ქვეყანა, სადაც იზეიმეს, იყო ფილიპინები. იქ წუხელ, შუაღამემდე ორი წუთით ადრე დაიბადა გოგონა დანიკა მეი კამაჩო.
XS
SM
MD
LG