Accessibility links

logo-print

ატამბაევი სახიფათოდ მიიჩნევს ყირგიზეთში აშშ-ის ბაზის ყოფნას


ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, ალმაზბეკ ატამბაევი აცხადებს, რომ ყირგიზეთში აშშ-ის საჰაერო ბაზის არსებობა საფრთხეს უქმნის ქვეყანას და საჭიროა მისი დახურვა 2014 წელს. ატამბაევს 60 პროცენტზე მეტი ერგო კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში. დღეს მან განაცხადა, რომ ყირგიზეთი დაიცავს კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს შეერთებული შტატების მიერ მანასის ბაზით სარგებლობას 2014 წლის შუა პერიოდამდე. აშშ 2001 წლიდან იყენებს მანასის ბაზას საკვანძო ლოგისტიკურ ობიექტად მეზობელ ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებისათვის. ყირგიზეთში რუსეთსაც აქვს სამხედრო ბაზა, მაგრამ ატამბაევს არაფერი უთქვამს მის შესახებ.
XS
SM
MD
LG