Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგა: სირიაში ძალადობის გაგრძელებას „კატასტროფა“ მოჰყვება


არაბული ლიგის გენერალური მდივანი, ნაბილ ალ-არაბი, სირიას მოუწოდებს, უერთგულოს ამ ორგანიზაციის ინიციატივას ქვეყანაში ძალადობის დასრულების შესახებ - და გამოდის გაფრთხილებით, რომ გეგმის ჩაშლას შესაძლოა „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვეს. შეთანხმება ითვალისწინებს მთავრობის მხრიდან ქუჩებიდან ჯარის გაყვანას, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ოპოზიციასთან მოლაპარაკების გამართვას. აქტივისტების თქმით, შეტაკებებს სირიაში დღეს კიდევ სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობა აგრძელებს დემონსტრანტებზე ზეწოლას, მიუხედავად არაბული ლიგის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმებისა. პარალელურად, სირიამ დღეს მწვავედ გააკრიტიკა ვაშინგტონი იმის გამო, რომ ის სირიელებს ურჩევს, არ ჩაბარდნენ მთავრობას - რომელიც ამნისტიის წინადადებით გამოდის. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, სანას ცნობით, „ამერიკის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ უხეშად ერევა სირიის საშინაო საქმეებში“.
XS
SM
MD
LG