Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში იმართება მოლაპარაკება ახალი მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის ასარჩევად


საბერძნეთში პოლიტიკოსებმა განაახლეს მოლაპარაკება ახალი პრემიერ-მინისტრისა და დროებითი, კოალიციური მთავრობის ასარჩევად მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ თანხმობა განაცხადა გადადგომაზე. ახალი კაბინეტი იმუშავებს რიგგარეშე არჩევნებამდ, რომელიც შესაძლოა უკვე თებერვალში დაინიშნოს. მთავრობას მოუწევს დაამტკიცოს და დანერგოს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, შემუშავებული საბერძნეთისთვის დეფოლტის თავიდან ასაცილებლად და მის ევროზონაში დასატოვებლად. საბერძნეთის კონსერვატიულ ოპოზიციურ პარტიას სურს, მთავრობაში დარჩეს მმართველი სოციალისტური მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ფინანსთა მინისტრის, ევანგელოს ვანიზელოსის ჩათვლით, რათა ახალმა მმართველმა კოალიციამ გააგრძელოს პოლიტიკური კურსი შექმნილ კრიზისულ ვითარებაში. მთავრობის პრესმდივნის განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს ახალი, კოალიციური მთავრობის დამკტიცებას და პარლამენტში მისდამი ნდობის საკითხზე კენჭისყრას, რაც მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი მთავარი კანდიდატურაა წარდგენილი - ლუკას პაპადემოსი, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და ფინანსთა მინისტრი, ევანგელოს ვენიზელოსი.
XS
SM
MD
LG