Accessibility links

ავღანეთში 60-მდე თალიბი მოკლეს


ავღანელმა და უცხოელმა ჯარისკაცებმა 60-მდე თალიბი მეომარი მოკლეს შეტაკებისას, რომელიც მოჰყვა მეამბოხეების თავდასხმას აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში. თავდასხმა მოეწყო სამშაბათს, პაკისტანთან საზღვრის მახლობლად განთავსებულ ბაზაზე. პაქტიკის გუბერნატორის პრესმდივანმა განცხადა, რომ მოკლულია 50-დან 60-მდე მეამბოხე. ხოლო ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (აისაფის) პრესმდივნის ცნობით, მეამბოხეების დიდმა ჯგუფმა მიიტანა იერიში აისაფის ბაზაზე, რასაც მოჰყვა შეტაკება, რომელშიც მეამბოხეებმა „მნიშვნელოვანი“ დანაკარგი განიცადეს.
XS
SM
MD
LG