Accessibility links

ლონდონში აპროტესტებენ მომჭირნეობის ზომებს


ლონდონის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია მომჭირნეობის ზომების დასაგმობად. დემონსტრანტების - უმეტესწილად, სტუდენტების - უკმაყოფილებას იწვევს განათლების სფეროში მიღებული ზომები, რომელთა შედეგადაც მკვეთრად გაიზარდა სწავლის საფასური. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვები აღმართა ლონდონის ცენტრში, ტრაფალგარის მოედანზე. ეს პირები სოლიდარობას უცხადებენ მოძრაობას სახელწოდებით „დაიკავე ლონდონის საფინანსო ბირჟა“, რომლის მომხრეებიც გასული თვიდან არიან დაბანაკებული ლონდონის საფინანსო ცენტრთან.
XS
SM
MD
LG