Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს თავისი მომავალი კარიერის თემაზე


საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განმარტებით, EurAcriv-ის პოლონეთის ბიუროს მიერ მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის საკითხს ეხება, გამოქვეყნებულ ვერსიაში არასრულია და ზუსტად არ გადმოსცემს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ჟურნალისტთან ისაუბრა. ”საქართველოს პრეზიდენტი თავისი მომავალი პირადი კარიერის თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ამიტომაც, გვსურს განვმარტოთ, რომ ნებისმიერი სახის საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია”, - აცხადებს მანანა მანჯგალაძე. AurActiv-ის პოლონეთის ბიუროს თანახმად, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობას, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ ”ეს არც თუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია”.
XS
SM
MD
LG