Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ახალ პრემიერ-მინისტრად დასახელდა ლუკას პაპადემოსი


საბერძნეთში შეთანხმდნენ ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობაზე: ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ლუკას პაპადემოსი შეცვლის გეორგიოს პაპანდრეუს, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა მთავრობას. გადაწყვეტილება მოჰყვა ინტენსიურ მოლაპარაკებას, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდა მაშინ, როცა საბერძნეთი სულ უფრო უახლოვდება გაკოტრების საფრთხეს. დროებით მთავრობას მოუწევს, განახორციელოს უცხოეთიდან კრედიტის მისაღებად შეთანხმებული ზომები. არსებობს რეალური საფრთხე, რომ საბერძნეთს, უცხოეთის დახმარების გარეშე, რამდენიმე კვირაში ამოეწურება ფინანსური რესურსები. მას შესაძლოა, ევროზონის დატოვებაც მოუწიოს.ამასთან, ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან დახმარება, რომელიც 130 მილიარდ ევროს მოიცავს, ითვალისწინებს მომჭირნეობის მასშტაბურ ზომებს, რომლებიც მკვერთ უკმაყოფილებას იწვევს საბერძნეთის მოსახლეობაში.
XS
SM
MD
LG