Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა უარყო ტიმოშენკოს ბრალდების შესუსტება


უკრაინის პარლაემნტმა დღეს მხარი არ დაუჭირა წინადადებას, შეუმცირდეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდება ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უფრო ადრე განთავისუფლდებოდა. ტიმოშენკოს გასულ თვეში შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს თანმდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, როცა მან ხელი მოაწერა გაზის ფასზე შეთანხმებას რუსეთთან, 2009 წელს. ოპოზიციის ლიდერი ტიმოშენკო უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი გასამართლება პრემიერ იანუკოვიჩის შურისძიება იყო მის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააუარესა უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG