Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური სააგენტო მსჯელობს ირანის შესახებ რეზოლუციაზე


გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს მმართველთა საბჭო განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც გამოთქმულია „ღრმა და მზარდი შეშფოთება“ ირანის ბირთვული პროგრამის გამო. ვენაში, სააგენტოს მმართველთა 35-წევრიანი საბჭოს სხდომაზე, სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება კენჭისყრა რეზოლუციის პროექტზე. ტექსტი შეთანხმებული აქვს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივ წევრს და გერმანიას - ანუ, ექვს ქვეყანას, რომელიც მონაწილეობს მოლაპარაკებებში ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოსაგვარებლად. გასულ კვირაში გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი, სავარაუდოდ, მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე და საამისოდ აწარმოებს გასაიდუმლოებულ კვლევას. გაეროს ატომური სააგენტოს დირექტორი, იუკია ამანო ხუთშაბათს გამოვიდა წინადადებით, რომ მაღალი რანგის დელეგაცია გაიგზავნოს თეირანში სააგენტოს ანგარიშში შესული საკითხების გასარკვევად.
XS
SM
MD
LG