Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი სამხრეთის სამხედრო ოლქის ოფიცრებს შეხვდა


2008 წელს კავკასიაში რუსეთის გადამწყვეტი მოქმედებების გარეშე, ნატოს საზღვრები საგრძნობლად გაფართოვდებოდა - ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქის ოფიცრებს შეხვდა. დმიტრი მედვედევის თქმით, 2008 წელს რუსეთი არ შედრკა. მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნებოდა და სავარაუდოდ, უკვე ნატოში იქნებოდა ზოგიერთი ქვეყანა, რომლის გაწევრიანებასაც ხელოვნურად ცდილობდნენ. ამავე შეხვედრას ესწრებოდა ნატოში რუსეთის წარმომადგენელი დმიტრი როგოზინი. მისი შეფასებით, 2008 წელს ალიანსმა ვერ გათვალა, რომ რუსეთი კავკასიაში აქტიურ მოქმედებებს დაიწყებდა. როგოზინის განცხადებით, მსგავსი მოქმედებების გარეშე საქართველო და უკრაინა შესაძლოა, უკვე ნატოს წევრები ყოფილიყვნენ.
XS
SM
MD
LG