Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოსა სერბიას შორის მოლაპარკება გაგრძელდა


კოსოვოს და სერბიის ოფციალურმა წარმომადგენლებმა გააგრძელეს დღეს მოლაპარაკება ბრიუსელში, რათა განავითარონ ურთიერთობები. ეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის მთავარი პირობაა, წაყენებული სერბიისთვის. ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება შეწყდა სექტემრებში, როცა საბაჟო სფეროში უთანხმოების გამო დაპირისპირება მოხდა სერბებით დასახლებულ, კოსოვოს ჩრდილოეთ არეალში. ამ დაძაბულობის პერიოდში ერთი პოლიციელი დაიღუპა და ათი პირი დაშავდა. სერბიის ოლქ კოსოვოს ალბანურმა უმცირესობამ კოსოვო დამოუკიდებლად გამოაცხადა 2008 წელს, რასაც ბელგრადი არ აღიარებს. ოლქი ათეულობით ქვეყანამ ცნო, როგორც სახელმწიფო.
XS
SM
MD
LG