Accessibility links

logo-print

სირიაში მოკლეს, სულ ცოტა, ოთხი სამოქალაქო პირი


სირიელი აქტივისტების ცნობით, უშიშროების ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, სულ ცოტა, ოთხი სამოქალაქო პირი. მათგან ორი დაიღუპა ცენტრალურ სირიაში მდებარე ჰამის პროვინციაში, დანარჩენი ორი კი ჰამის მახლობლად მდებარე ალყაშემორტყმულ ქალაქ ჰომსში. ეს ინფორმაცია წინ უსწრებს არაბული ლიგის ხვალისათვის დანიშნულ შეხვედრას, რომელზეც უნდა განიხილონ სირიაში სისხლისღვრის შეჩერების შესაძლებლობები. საზღვარგარეთ სულ უფრო მკაცრ კრიტიკას იწვევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალადობა საპროტესტო აქციების წინააღმდეგ. ლონდონში ვიზიტისას, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა გამოთქვა შეფასება, რომ კრიზისი სირიაში „არეულობისა და სისხლისღვრის“ საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს.
XS
SM
MD
LG