Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგა: ამოიწურა სირიისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა


არაბული ლიგა აცხადებს, რომ სირიამ არ შეასრულა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, დღემდე დათანხმებოდა არაბული ლიგის მეთვალყურეების შეშვებას თავის ტერიტორიაზე. საამისოდ სირიისთვის განსაზღვრული ულტიმატუმის ვადა დღეს ამოიწურა, მაგრამ არაბული ლიგის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღის ბოლომდე დაელოდებიან დამასკის საბოლოო პასუხს. არაბულ ლიგას ადრე ნათქვამი აქვს, რომ, თუ სირია უარს იტყვის მეთვალყურეების მისიის შეშვებაზე, ლიგა 26 ნოემბერს გამართავს შეხვედრას შესაძლო სანქციებზე მოსალაპარაკებლად. დღეს სირიამ დაგმო არაბული ლიგის მიერ წაყენებული ულტიმატუმი. სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სანა“ აცხადებს, რომ არაბული ლიგა იქცა „უცხოეთიდან ჩარევის ინსტრუმენტად“ და ემსახურება დასავლეთის მიზნებს, ხელი შეუწყოს არეულობას რეგიონში. ამასობაში, მოსკოვმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება სირიის მიმართ სანქციებს და რომ სირია საჭიროებს შიდაპოლიტიკურ დიალოგს. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3500-მდე ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტში დაწყებულ საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG