Accessibility links

logo-print

კაიროში დემონსტრანტი დაიღუპა


ეგვიპტიდან გავრცელებული ცნობით, დემონსტრანტი დაიღუპა საპროტესტო აქციაზე, რომელიც კაირის ცენტრში მდებარე ტაჰრირის მოედანზე მიმდინარეობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ დემონსტრანტს დღეს დილას დაეჯახა არმიის ავტომანქანა. აქტივისტების ნაწილი არც ღამით წასულა ტაჰრირის მოედნიდან. მათი მოთხოვნაა ეგვიპტის დროებითი სამხედრო მმართველების გადადგომა მიუხედავად მათი დაპირებისა, რომ აქამდე განსაზღვრულ ვადაზე ადრე, 2012 წლის შუაში ჩაატარებენ საპრეზიდენტო არჩევნებს. დემონსტრანტების პროტესტს იწვევს აგრეთვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ქამალ განზურის დანიშვნა ეგვიპტის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად. საპროტესტო გამოსვლები მეცხრე დღეა, გრძელდება და წინ უსწრებს 28 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს. ბოლო დღეებში არეულობამ ეგვიპტეში 41 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG