Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ვარაუდობს, რომ მან გამოიწვია მსხვერპლი პაკისტანელ ჯარისკაცებში


ნატომ დღეს დაადასტურა, რომ ავღანეთში მისი საჰაერო ძალები იქნა გამოძახებული ჯარისკაცების დასახმარებლად პაკისტანის საზღვრის მახლობლად და, სავარაუდოდ, მისი ძალების ქმედებამ გამოიწვია მსხვერპლი პაკისტანელ ჯარისკაცებს შორის. ამ შინაარსის განცხადებით გამოვიდა ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების პრესმდივანი, ბრიგადის გენერალი კარსტენ იაკობსონი. პაკისტანის ოფიციალური პირების თქმით, დღეს დილას, სულ ცოტა, 26 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე პოსტზე ნატოს ვერტმფრენების თავდასხმის შედეგად. ისლამაბადი გმობს თავდასხმას და მოითხოვს ზომებს „აგრესიაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ“. დღესვე ისლამაბადმა შეაჩერა ნატოს ჯარების მოსამარაგებლად ავღანეთში მიმავალი სატვირთო მანქანები, რომელთა მარშრუტიც პაკისტანის ტერიტორიაზე გადის. ამას გარდა, პაკისტანის მთავრობამ შეერთებული შტატებისაგან მოითხოვა, 15 დღის განმავლობაში გაათავისუფლოს საჰაერო ბაზა, რომელსაც, სავარაუდოდ, დაზვერვის ცენტრალური სამმართველო იყენებს უპილოტო თვითმფრინავებისათვის.
XS
SM
MD
LG