Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტების ცნობით, სირიაში 10 ადამიანი მოკლეს


აქტივისტების ცნობით, სირიის ჯარებმა, სულ ცოტა, 10 ადამიანი მოკლეს რამდენიმე ქალაქში ჩატარებული ოპერაციებისას. ბრიტანეთში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ოპერაციები ჩატარდა ჰომსში, ყუსიარში და დედაქალაქ დამასკის მახლობლად. ამ ცნობის ფონია არაბული ლიგის მზადება სირიის წინააღმდეგ სანქციების დასამტკიცებლად.
XS
SM
MD
LG