Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტროში უჭირთ პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შეფასება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უჭირთ მოსკოვში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის შეფასება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ამ ვიზიტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში სამინისტრო არ მონაწილეობდა. კალანდაძის თქმით, თუ ვინმეს რაიმე წვლილის შეტანა შეუძლია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუმცა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, რთული იქნება საუბარი რაიმე სახის გარღვევასა და პოზიტიურ წვლილზე. "სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები არ მიუთითებს, რომ ის დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარებით, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დევნილების დაბრუნებას და ტერიტორიების ოკუპაციას”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
XS
SM
MD
LG