Accessibility links

თბილისში იმყოფება სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი

თბილისში ორდღიანი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო სომხეთის პრეზიდენტმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სერჟ სარგსიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან პრობლემები არა აქვთ და ეს ურთიერთობა სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს კვლავ ისაუბრა ერთიანი კავკასიის კონცეფციაზე. ”კავაკსიაში არსებული ყველა კონფლიქტი თავს არის მოხვეული იმპერიული ძალის მიერ, რომლის მთავარი პრინციპია გათიშე და იბატონე”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, კავკასიის ყველა ქვეყნის და ყველა ხალხის ინტერესში შედის კავკასიის გაერთიანება, ერთიანი ეკონომიკური სივრცისა და პერსპექტივაში ერთიანი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნა. ”ეს აუცილებლად განხორციელდება. ამას ალტერნატივა არ გააჩნია და ეს ეხება კავკასიის უკლებლივ ყველა ქვეყანას”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG