Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკა თავიდანვე არ აღიარებდა არჩევნების ლეგიტიმურობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ამიტომ არ აპირებს არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებული სიტუაციის კომენტირებას. ჟურნალისტის შეკითხვაზე მან ასე უპასუხა - ”სათქმელი მხოლოდ ეს მაქვს - ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და არც მის შედეგს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველო სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერ მხარდაჭერას”.
XS
SM
MD
LG