Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ისტორიული ვიზიტით ეწვია ბირმას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დაიწყო სამდღიანი ვიზიტი ბირმაში - ქვეყანაში, სადაც 50 წელიწადზე მეტი ხანია, აღარ იყო ჩასული შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელი. კლინტონი ხვდება ბირმის ახალი, სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებს. ის აცხადებს, რომ ბირმის ლიდერებს, რომლებიც სამხედრო ძალების მხარდაჭერით სარგებლობენ, მოუწოდებს, ბოლო მოუღონ ქვეყნის იზოლაციას. ხუთშაბათს კლინტონი შეხვდება დემოკრატიზაციის მომხრე ძალების ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ანგ სან სუ კის. ბირმა ბოლოხანს გამოდის საერთაშორისო იზოლაციიდან, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი გასტანა მას შემდეგ, რაც 1962 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, სამხედრო ლიდერებმა დაამყარეს სასტიკი ავტორიტარული რეჟიმი.
XS
SM
MD
LG