Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აივ ინფექცია განსაკუთრებით სწრაფად რუსეთსა და უკრაინაში ვრცელდება


დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიებები მიმართულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გავრცელების პრევენციისკენ. გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, აივ-ის გავრცელება განსაკუთრებით იზრდება აღმოსავლეთი ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში. 2001-დან 2010 წლის ჩათვლით ამ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 250%-ით გაიზარდა. ამ რეგიონებში ინფიცირების შემთხვევათა 90% ორ ქვეყანაზე - რუსეთსა და უკრაინაზე მოდის.
XS
SM
MD
LG