Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელის განცხადებით, ევროზონა „ფისკალური გაერთიანებისკენ“ მიდის


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ევროპის ქვეყნებს „მკაცრი წესებით მოქმედი ფისკალური გაერთიანების“ შექმნის პერსპექტივა აქვთ იმ ფონზე, როცა ებრძვიან დავალიანების კრიზისს, რომელიც ევროპის ერთიან ვალუტას - ევროს - კოლაფსით ემუქრება. პარლამენტში გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე გერმანია და საფრანგეთი გამოვნენ ევროკავშირის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, რათა 17 წევრისგან შემდგარი ევროზონა დაშლისგან იხსნან: „ბრიუსელში იმ მიზნით მივდივართ - და ამას ხაზი მინდა გავუსვა - რომ ხელშეკრულებებში ცვლილებები შევიტანოთ. სულისკვეთება, რომელიც გვამოძრავებს, ითვალისწინებს ევროს მოქმედების ზონაში და მის გარეთ მყოფ ქვეყნებს შორის განხეთქილების თავიდან აცილებას“ - განაცხადა მერკელმა. ის და საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ორშაბათს გამართავენ შეხვედრას, 9 დეკემბერს დანიშნული სამიტისთვის მოსამზადებლად. ეს სამიტი ევროკავშირის ლიდერებს მისცემს ბოლო შანსს შეთანხმდენ ზომებზე, რომელიც ევროს კოლაფსისგან იხსნის - საბერძნეთის, იტალიისა და სხვა ქვეყნების მიერ დაგროვილი ვალით შექმნილი საფრთხეების ფონზე.
XS
SM
MD
LG