Accessibility links

ედუარდ კოკოითი: რევოლუცია არ გამოვა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ”ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ფორმა” უწოდა სიტუაციას, რომელიც 27 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ შეიქმნა. ცხინვალში, საზოგადოების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრისას ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ რევოლუცია არ გამოვა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას პროკურორი და ხალხი გადაწყვეტენ. თავის მხრივ, ალა ჯიოევამ, რომელიც თავს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს, ედუარდ კოკოითის ახალი ულტიმატუმი წარუდგინა. როგორც ოსური და რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ცხინვალის ცენტრში დღეს გამართულ მიტინგზე გამოსვლისას ჯიოევამ განაცხადა, რომ კოკოითიმ რესპუბლიკა ორი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს. მანამდე ალა ჯიოევამ საკუთარი ინაუგურაციის თარიღად 10 დეკემბერი გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG