Accessibility links

"სარაჯიშვილის" რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებს სადისტრიბუციო ფირმა


კომპანია "სარაჯიშვილის" გენერალური დირექტორის ელგუჯა ბუბუტეიშვილის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკებას არა უშუალოდ მისი კომპანია, არამედ სადისტრიბუციო ფირმა აწარმოებს. სააგენტო ინტერპრესნიუსს ბუბუტეიშვილმა განუმარტა, რომ ”სარაჯიშვილს” ხელშეკრულება აქვს ერთ-ერთ ამერიკულ სადისტიბუციო კომპანიასთან, რომელიც კონიაკის გასაყიდად მოლაპარაკებას რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს, თუმცა დეტალები მისთვის უცნობია. ”სარაჯიშვილის” გენერალური დირექტორის თქმით, შესაბამისად, მისთვის არ არის ცნობილი რა სტადიაზეა ”როსპოტრებნადზორთან” მიმდინარე მოლაპარაკება, ან როდის გეგმავენ რუსი ექსპერტები საქართველოში ჩამოსვლას.
XS
SM
MD
LG