Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი მსოფლიოს მოუწოდებს გეების მიმართ დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს გეების მიმართ დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ და აცხადებს, რომ აშშ ააქტიურებს ძალისხმევას გეების დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ჟენევაში, გაეროს ოფისში გამოსვლისას აშშ-ის მთავარი დიპლომატი შეეცადა გაექარწყლებინა მითი, რომ ჰომოსექსუალიზმი დასავლური ფენომენია: ”სინამდვილეში, გეები იბადებიან და არიან მსოფლიოს ყველა საზოგადოებაში”. ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციამ გამოყო 3 მილიონი დოლარი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომლებიც ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების უფლებების დაცვაზე მუშაობენ. აშშ-ის პრეზიდენტი მითითებას აძლევს ყველა ამერიკულ სახელმწიფო უწყებას, რომელიც საერთაშორისო დახმარების სექტორში მუშაობს, შეებრძოლოს ჰომოსექსუალური ქცევის კრიმინალიზაციას ქვეყნებში, რომლებსაც აშშ ეხმარება.
XS
SM
MD
LG