Accessibility links

logo-print

რუსეთში ოპოზიციონერები აპირებენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას


რუსეთში ოპოზიციური ჯგუფები აპირებენ აქციების გაგრძელებას 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ცნობების თანახმად, სამშაბათის აქციების დროს მოსკოვში დააკავეს 560, სანქტ პეტერბურგში 250 დემონსტრანტი. ოპოზიციონერები ინტერნეტს იყენებენ აქციების ორგანიზებისათვის. ოპოზიციურმა ჯგუფმა სახელწოდებით „პატიოსანი არჩევნებისათვის“ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გაავრცელა მოწოდება საპროტესტო აქციების კვირას, 10 დეკემბერს ჩატარების შესახებ. როგორც იუწყებიან, 5000-მდე ადამიანმა უკვე დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს კვირის გამოსვლებში. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ მოიპოვა ხმების 50-მდე პროცენტი, რაც ნაკლებია წინა არჩევნებთან შედარებით, მაგრამ საკმარისი პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა „ერთიანი რუსეთისათვის“ უმრავლესობის გასანაღდებლად.
XS
SM
MD
LG