Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი სააკაშვილის „უგუნურ, გიჟურ გადაწყვეტილებაზე“ საუბრობს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მან ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ „ისეთი მოვლენების წაქეზებას, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები“. ლავროვმა ამის შესახებ განაცხადა ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა ჩვენმა კორესპონდენტმა დაუსვა შეკითხვა საქართველოს შესახებ. ლავროვის თქმით, საქართველოზე ისაუბრეს ნატოს მინისტრების მიერ მიღებულ კომუნიკეში საქართველოს, როგორც ნატოში გაწევრიანების "მოსურნე პარტნიორის" მოხსენიების გამო. „მე დაუფარავად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ, ნებისით თუ უნებლიეთ, მათ ისევ არ უბიძგონ საქართველოს ამჟამინდელს რეჟიმს, გაიმეოროს 2008 წლის მსგავსი ავანტიურა. რადგან მაშინ ეს მოხდა მალევე ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც უაპელაციოდ ჩაიწერა, რომ საქართველო იქნება ნატოში. ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ - მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკას თუ გავითვალისწინებთ - ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის მიერ იმ უგუნური, გიჟური გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მან მიიღო“, განაცხადა ლავროვმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG