Accessibility links

logo-print

20 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან


რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტები, ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი. 1991 წლის 8 დეკემბერი

რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტები, ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი. 1991 წლის 8 დეკემბერი

დღეს შესრულდა 20 წელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან. 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტები, ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი შეიკრიბნენ შეხვედრაზე ბელორუსიაში, ბელოვეჟის ტყეში და გამოაცხადეს, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა შეწყვიტა არსებობა, როგორც „საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა“ და „გეოპოლიტიკურმა რეალობამ“. ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებებს, რომელთა საფუძველზეც შეიქნა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ახალი, ნებაყოფლობითი გაერთიანება, „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი“. საბჭოთა კავშირმა თითქმის 70 წელი იარსება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG