Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიამ ევროკავშირში მიღების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი


ხორვატიამ ხელი მოაწერა ევროკავშირში მიღების შესახებ ხელშეკრულებას - რომელიც ამ ქვეყანას 2013 წელს კავშირში გაწევრიანებისკენ გზას უხსნის. იურიდიულ დოკუმენტებს ბრიუსელში ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრმა იადრანკა კოსორმა და პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად. ხორვატია ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე შვიდი წლის მანძილზე აწარმოებდა მოლაპრაკებას - რომელსაც დროდადრო წინაღობებს უქმნიდა იუგოსლავიის ამ ყოფილ რესპუბლიკაში ომის დანაშაულების პრობლება, ისევე როგორც სლოვენიასთან საზღვრის შესახებ წარმოქმნილი უთანხმოება. ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი 2013 წლის 1 ივლისს უნდა გახდეს - მას შემდეგ, რაც მისი მიღების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია ევროკავშირის ამჟამინდელი, 27 წევრის პარლამენტების მიერ მოხდება.
XS
SM
MD
LG