Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი აცხადებს, რომ ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის თქმით მსხვერპლის რაოდენობა 6 დეკემბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად გაცილებით მეტია, ვიდრე ადრე იყო გამოცხადებული. ავღანეთის ლიდერის თქმით აშურას დღესასწაულზე შიიტი მუსლიმების ცერემონიაზე განხორციელებული იერიშის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ერთბაშად სამ ქალაქში ქაბულში, მაზარი შარიფსა და ყანდაარში მოხდა. მომხდარ ტერაქტებში ჰამიდ კარზაიმ პაკისტანში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება ლაშქარ ე ჯანგვი დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG