Accessibility links

logo-print

რესპუბლიკელმა ნიუტ გინგრიჩმა პალესტინას „გამოგონილი“ სახელმწიფო უწოდა


ამერიკის აიოვას შტატში გამართულ წინასაარჩევნო დებატებში, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა ნიუტ გინგრჩმა გაიმეორა მისი ამასწინანდელი სადავო მოსაზრება, რომ პალესტინელები - გამოგონილი ხალხია. გინგრიჩმა, რომელიც მიტ რომნისთან ერთად რესპუბლიკური პარტიის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ითვლება ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე, ხაზი გაუსვა, რომ პალესტინელებს ასე ახასიათებს, როგორც ისტორიკოსი. რაც შეეხება მისი, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილის პოზიციას, გინგრიჩი ამბობს, „რომ დადგა დრო პალესტინელი ლიდერები ტერორისტებად გამოცხადდნენ.“ გინგრიჩის სიტყვებს არ ეთანხმება მიტ რომნი, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ყველაზე მონაწილეს მიუკერძოებლად უნდა მოეკიდოს.
XS
SM
MD
LG