Accessibility links

logo-print

ვაცლავ ჰაველი პრაღის კრემლში გადაასვენეს


პრაღაში დღეს ათასობით ადამიანი შეუერთდა სამგლოვიარო პროცესიას ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ჰაველი გადაასვენეს პრაღის კრემლში მდებარე ვლადისლავის დარბაზში, სადაც საზოგადოება შეძლებს მასთან გამოთხოვებას. ჰაველი კვირას გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. პრაღის კრემლში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე შეკრებილებს მიმართა ჩეხეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა, რომელმაც გაიხსენა ჰაველის - ხელოვანის, დისიდენტისა და პოლიტიკოსის მიერ განვლილი გზა. „მისი ღვაწლი, მისი იდეები, მისი მემკვიდრეობა და მისი მაგალითი - ჩვენთან რჩება. და ჩვენზეა დამოკიდებული, ვეძებოთ რჩევა და შთაგონება მის მაგალითში და გამოვიყენოთ ჩვენთვის, მთელი ქვეყნისა და მისი მომავლისათვის“, განაცხადა პრეზიდენტმა კლაუსმა. ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჩეხეთში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა. პარასკევს, დაკრძალვის ცერემონიაზე მოელიან მსოფლიოს მრავალ ქვეყნის ლიდერებს.
XS
SM
MD
LG