Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: ავღანეთში აფეთქების შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი ჯარების განცხადებით, დღეს ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები არ ავრცელებენ ინფორმაციას დაღუპულების ეროვნებაზე, მაგრამ თალიბანი, რომელმაც აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა, აცხადებს, რომ დაიღუპნენ პოლონელი სამხედრო პირები. პოლონეთს თითქმის 2500-კაციანი კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში. მათი უმრავლესობა განთავსებულია ღაზნის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG