Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში „მილიონობით ადამიანი“ გლოვობს კიმ ჩენ ირს


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, დღეს მილიონობით ადამიანმა მიაგო პატივი გარდაცვლილი ლიდერის, კიმ ჩენ ირის ხსოვნას. ორშაბათს გავრცელდა ცნობა მისი 69 წლის ასაკში გარდაცვალების შესახებ. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით დღეს, სულ ცოტა, ხუთმა მილიონმა ადამიანმა, ანუ მთელი მოსახლეობის მეხუთედზე მეტმა, მოინახულა კიმ ჩენ ირის ძეგლები და პორტრეტები ფხენიანში.
XS
SM
MD
LG