Accessibility links

logo-print

ბაღდადში და მის შემოგარენში მსხვერპლთა რაოდენობამ 49-ს მიაღწია


ბაღდადში და მის შემოგარენში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა. დაშავდა 170-მდე ადამიანი. ამის შესახებ განაცხადა ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ზიად ტარიკმა. ბაღდადის სხვადასხვა რაიონში 7 სხვადასხვა აფეთება მოხდა. პოლიციის აზრით, თავდასხმა კოორდინირებული იყო. აფეთქებები ერაყში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად მოხდა - მმართველი კოალიცია გაიხლიჩა და გაიზარდა დაძაბულობა შიიტებსა და სუნიტებს შორის.
XS
SM
MD
LG