Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებების სერიამ ათეულობით ადამიანი შეიწირა


ბაღდადში და მის შემოგარენში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. დაშავდა 170-მდე ადამიანი. ამის შესახებ განაცხადა ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ზიად ტარიკმა. ბაღდადის სხვადასხვა რაიონში 10-ზე მეტი აფეთება მოხდა. პოლიციის აზრით, თავდასხმა კოორდინირებული იყო. აფეთქებები ერაყში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად მოხდა - მმართველი კოალიცია გაიხლიჩა და გაიზარდა დაძაბულობა შიიტებსა და სუნიტებს შორის. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, ვინ დგას ტერორისტული აქტების უკან. აფეთქებების უმეტესობა შიიტებით დასახლებულ არეალებში მოხდა. ერაყის მთავრობაში განხეთქილებაა შიიტებსა და სუნიტებს შორის მას მერე, რაც სუნიტი ვიცე-პრეზიდენტი, ტარეკ ალ-ჰაშემი ტერორიზმში დაადანაშაულეს და მასზე დაპატიმრების ორდერი გასცეს. ჰაშემი ბრალდებას უარყოფს და სუნიტების პარტია „ირაყია“ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG