Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ტელევიზიის ცნობით, დამასკში თვითმკვლელებმა ორი აფეთქება მოაწყვეს


სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომ თვითმკვლელებმა ორი აფეთქება მოაწყვეს მანქანებით დედაქალაქ დამასკში, უშიშროების სამსახურების ორ ბაზაზე. ტელევიზიით თანახმად, დახოცილთა შორს არიან სამოქალაქო პირებიც და სამხედრობებიც. ცნობით, თავდასხმაში „ალ-ყაიდის ტერორისიტებს" ადანაშაულებენ. სირიაში იმყოფება არაბული ლიგის მეთვალყურეთა ჯგუფი, რომელიც ეგრეთწოდებული არაბულ გეგმის განხორცილებას ადევნებს თვალყურს. ამ გეგმით უნდა დასრულდეს ცხრათვიანი სისხლისღვრა სირიაში, სადაც ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. გაეროს ვარაუდით, მარტის შემდგომი გამოსვლების დროს სირიაში ხუთი ათასამდე ადამიანი დაიხოცა. სირიის რეჟიმი არეულობებში „შეირაღებულ ტერორისიტებს“ ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG