Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის არმია ნატოს საავიაციო თავდასხმის გამოძიების დასკვნას არ იზიარებს


პაკისტანის არმიამ უარყო ნატოს საავიაციო თავდასხმის გამოძიების დასკვნა. გამოძიება, რომელიც აშშ-ის წინამძღოლობით ჩატარდა, ეხება ნატოს ავიაციის თავდასხმას, რომლის დროსაც 24 პაკისტანელი სამხედრო დაიხოცა. ინციდენტი ავღანეთის საზღვართან მოხდა 25-26 ნოემბერს. გამოძიების დასკვნით, რომელიც ვაშინგტონში გამოქვეყნდა გუშინ, შეცდომა ინციდენტის დროს დაუშვეს ამერიკელმა სამხედროებმაც და პაკისტანელებმაც. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა, გენერალმა ათარ აბასმა განაცხადა, რომ დასკვნას არ ეთანხმება. თვითონ პაკისტანმა უარი თქვა გამოძიებაში მონაწილეობაზე.
XS
SM
MD
LG