Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა 10-დღიანი საზღვაო წვრთნები დაიწყო


ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი აცხადებს, რომ იწყებს მასშტაბურ, 10-დღიან წვრთნას ჰორმუზის სრუტეში - რომელიც მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარშრუტს წარმოადგენს ნავთობის გადაზიდვის პროცესში. სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის, ჰაბიბულა საიარის სიტყვებით, წვრთნაში გათვალისწინებულია ომის სიმულაცია. საიარის განცხადებით, მანევრების მიზანი იქნება „ირანის სამხედრო ძალების მიზანსწრაფულობის, თავდაცვისა და შეკავების ძალის დემონსტრირება - ისევე, როგორც მშვიდობისა და მეგობრობის მესიჯის გავრცელება“. გავრცელებული ცნობებით, ტანკერებით გადაზიდული ნავთობის მთელი, გლობალური მოცულობის ერთი მესამედი გაივლის ჰორმუზის სრუტეს - რომელიც სპარსეთის ყურეს დაჰყვება. აშშ-მა ყურის ფარშემო საზღვაო ძალები განათავსა, რათა ყურის ღიად დარჩენა უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG