Accessibility links

სეპარატისტული რესპუბლიკები შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრობლობაზე


აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკების საგარეო საქმეთა სამინისტროები ცალ-ცალკე გამოეხმაურნენ აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ხარჯების დოკუმენტს, სადაც ერთი ნაწილი საქართველოს ეხება და მოიცავს მოწოდებას ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრობლობის „ნორმალიზების“ შესახებ - მათ შორის თბილისისთვის თავდაცვითი სახის შეიარაღების მიყიდვის თვალსაზრისით. სეპარატისტული რესპუბლიკების შეფასებით, ეს „აგრესიული“ ქმედებების განხორციელებისკენ საქართველოს წაქეზების ტოლფასია. მოსკოვს ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოუხატავს აზრი დოკუმენტზე, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას ასევე მიმართავს ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდოს „საქართველოს რესპუბლიკისთვის თავდაცვითი შეიარაღების და მომსახურების მიყიდვის აღდგენისა და გაღრმავებისკენ, რაც ნატოს გაფართოებული ძალისხმევის ნაწილის იქნება საიმისოდ, რომ გაღრმავდეს ურთიერთობა და თანამშრობლობა თავდაცვის სფეროში“.
XS
SM
MD
LG