Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა გაეროსთან შეთანხმებას მოაწერა ხელი ირანელი ლტოლვილების შესახებ


ერაყის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა გაეროსთან შეთანხმებას, რომელიც ეხება ირანელი ლტოლვილების ბანაკის მდგომარეობას ქვეყნის ჩრდილო-აღმოასვლეთ ნაწილში. ბანაკი შეიქმნა 1980 წელს და მასში თავს ირანელი ოპოზიციონერები, ძირითადად, ”ირანელი მოჯაჰედები” აფარებდნენ. ერაყის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ თეირანთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს, უკვე დიდი ხანია ბანაკის ლიკვიდაციის იდეით გამოდის. გაეროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს მოხერხდა კომპრომისის მიღწევა. 3500-ზე მეტი ირანელი ლტოლვილს, რომლებიც აშრაფში ცხოვრობენ, დროებით გადაიყვანენ ერაყის ტერიტორაზე არსებულ სხვა ბანაკებში, რომლის შემდეგაც მათ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო. საუბარია იმის შესახებ, რომ ირანელ ლტოლვილთა დიდი ნაწილი თავშესაფარს სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვებს.
XS
SM
MD
LG