Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა კაციტაძემ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით მანიპულირებაში დაადანაშაულა


ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით მანიპულირებაში დაადანაშაულა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ. მისი განცხადებით, სწორედ მსგავსი მანიპულაციის შედეგია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში არაერთი ბუნდოვანი პუნქტი, რამაც შიში ობიექტურად გამოიწვია როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ასევე ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებში. კაციტაძე არ გამორიცხავს, რომ პარტიები, ორგანიზაციები და მოქალაქეები, შესაძლოა, კანონის საფუძველზე, გაურკვეველ დევნას და წნეხს დაექვემდებარონ, თუ საარჩევნო კამპანიის, ან ქველმოქმედების მიზნით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ.“ ეს არ არის სახუმარო თემა, ეს არის არასწორი რეგულაციები და სათავისოდ გამოყენებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მამუკა კაციტაძემ. მისივე თქმით, სწორედ ვენეციის კომისიას უნდა ეცნობოს, რამდენად მახინჯად გამოიყენა მისი რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებამ. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ არასწორი ცვლილებების გამო აუცილებელია მაქსიმალურად გააქტიურება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც.
XS
SM
MD
LG