Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ბიძა, სავარუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმდა


ქართული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტანტის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის თაობაზე ინფორმაცია გამოცემა „უკიენდს“ თავად თემურ ალასანიამ დაუდასტურა. "საერთაშორისო ურთიერთობებში 38 წლის მოღვაწეობის შემდეგ პენსიაზე გავედი. ვრჩები კონსულტანტად. რაღაც ფორმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩეველი ვიქნები, მექნება სხვა ფუნქციებიც", - აღნიშნავს თემურ ალასანია. ამ დანიშვნას საქართველოს ოპოზიცური პარტიები უარყოფითად აფასებენ. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი ბიძის, თემურ ალასანიას საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებას პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ხმა" გამოეხმაურა. პარტიაში თემურ ალასანიას საგარეო საქმეთა მრჩევლად დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და პირდაპირ ბრალს სდებენ მმართველ გუნდს ანტიეროვნულ საქმიანობაში. ამის ნათელი მაგალითი, პარტიის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი გრიგოლ ვაშაძეა და დღეს ეს ყველაფერი დაგვირგვინდა თემურ ალასანიასთვის ქართული სახელმწიფო ინტერესების პირდაპირი გადაბარებით, რაც ნიშნავს, რომ რუსული "კაგებე" იქნება ქართული საგარეო პოლიტიკის წარმმართველი", - მიიჩნევენ სალომე ზურაბიშვილის პარტიაში. თემურ ალასანია 24 წლის განმავლობაში გაერო-ში მუშაობდა და მის კომპეტენციაში განიარაღების საკითხები შედიოდა. ქართული ტაბლოიდები და ცალკეული პოლიტიკოსები ბევრს წერენ სააკაშვილის ბიძის რუსულ ბიზნესწრეებთან საეჭვო კავშირებზე, რასაც ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG