Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს


საქართველოში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტეს, - იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა ნინა ხატისკაცმა განაცხადა, პრეზიდენტის მიერ 29 დეკემბერს ხელმოწერილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია. განსაკუთრებით მწვავე კირიტიკა დაიმსახურა იმ მუხლმა, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ვალდებულები ხდებიან, შემოწირულობები, რომელიც კანონის ამოქმედებამდე მიიღეს, უკან დააბრუნონ. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ისინი აპირებენ, რომ ცვლილებების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ამასთან, აპირებენ, ამ მუხლების მუშაობას დააკვირდნენ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონის ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია. პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილება, "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG